უკრაინა მზადაა რუსეთთან განიხილოს სადავო საკითხები და გააფორმოს გაზის მიწოდების ახალი კონტრაქტი.
პრემიერ მინისტრის ნიკოლაი აზაროვის განცხადებით, 24 სექტემბერს ქვეყნის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვჩის მოსკოვში ვიზიტისას შესაძლებელი გახდება ყველა სადავო საკითხის განხილვა.
აზაროვი მიიჩნევს, რომ სადავო საკითხებზე შეთანხმების შემდეგ შესაძლებელი გახდება უკრაინასა და რუსეთს შორის გაფორმდეს გაზის მიწოდების ახალი კონტრაქტი.
„ჩვენ გვაქვს დიდი იმედები. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა სათავეს დაუდებს გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებას", - განაცხადა აზაროვმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის ექს-პრემიერს იულია ტიმოშენკოს რუსეთთან გაფორმებული გაზის კონტრაქტის გამო ედავება და მიიჩნევს, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ამვდროულად აღინიშნება, რომ ამ კონტრაქტის გაფორმების შედეგად ქვეყნას მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიადგა.