"ხალხის პარტიის" ლიდერ კობა დავითაშვილის განცხადებით, მას "ქართველთა მარშირების" შეფასების სურვილიც კი არ აქვს.
"არამგონია ამ მარშის გამო "ექსვიანში" განხეთქილება მოხდეს. მარშირების შესახებ "ექვსიანს" პოზიცია არ აქვს, მის შესახებ პოზიცია აქვს ფორუმს. ვიტყვის იმასაც, რომ მე აქციაში მონაწილეობას არ ვაპირებ. საერთოდ, მარშის შეფასების სურვილი არ მაქვს", - განაცხადა დავითაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან საუბრისას,
შეგახსენებთ, რომ "ეროვნული ფორუმი" 27 სექტემბერს ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას აპირებს.