სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტის ყოფილ სპიკერ სოკრატ ჯინჯოლიას თქმით, ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში, აფხაზეთმა მტკიცედ უნდა დაიცვას თავისი პოზიცია დამოუკიდებლობის შესახებ.
"დღის წესრიგში იყო, რომ მოლაპარაკებები 2008 წლიდან დაწყებულიყო, მაგრამ საქართველოს ძალადობამ კოდორის ხეობაზე და 2008 წლის აგრესიამ ჩაშალა დიპლომატების ძალისხმევა, რათა ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებები მიღებულიყო. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ თუ მოხდა შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, კავკასიაში სიტუაცია გაცილებით სტაბილური იქნება", - განაცხადა ჯინჯოლიამ "ვესტნიკავკასთან" საუბრისას.
მისი თქმით, საქართველოს, რომელსაც არ უნდა დაინახოს რეალობა, შეცდომაში შეჰყავს ბევრი ექსპერტი და ევროკავშირი.
"ომის დროს, კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოგვარებულიყო კონფლიქტი, ვლადისლავ არძინბამ განაცხადა, რომ ამისთვის მხოლოდ ერთი მარტივი გზა არსებობდა: საქართველოს უნდა გაეყვანა ჯარი რესპუბლიკის ტერიტორიიდან. ყველამ გვითხრა, რომ შეუძლებელი იყო და სხვა გზა უნდა მოგვეძებნა. მაგრამ რა გზები? ჩვენ უარი ვთქვით სხვა გზებზე და საბოლოდ ქართული ჯარი აფხაზეთიდან გაიქცა. დღეს ვითარება ასეთია: ევროკავშირის გვთავაზობს თანამშრომლობის პროგრამის სფეროშო მონაწილეობას აღიარების გარეშე და ამისთვის დიდ ძალისხმევას იყენებს. შეუძლია ამ პროგრამას პრაგმატული შედეგის მიღება ახლა ან მომავალში? ეს შეუძლებელია, რადგან პროგრამის მიზანია აფხაზეთის დაბრუნება საქართველოში", - განაცხადა ჯინჯოლიამ ჟურნალისტის კითხვაზე - "შეცვლის თუ არა საქართველო თავის უკომპრომისო გადაწყვეტილებას და დაიწყებს თუ არა აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ მოლაპარაკებებს".
მისი თქით, ქართული მხარე მუდმივად ეუბნება აფხაზეთს, რომ ოკუპირებული რეგიონია და რუსეთი წვეტს ყველაფერს.
"ამის ნაცვლად, საქართველომ ჯობია შეიცვალოს პოზიცია და აფხაზეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები დაამყაროს", - განაცხადა ჯინჯოლიამ.