სულიერების მსოფლიო უნივერსიტეტის სანკტ-პეტერბურგის ფილიალი თბილისში კონფერენცია-სემინარს ატარებს. ერების მსოფლიო უნივერსიტეტის სანკტ-პეტერბურგის ფილიალი თბილისში კონფერენცია-სემინარს ატარებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისში რაჯა იოგის მასწავლებელი დიდი სანტოშიმ განუცხადა ის თსუ-ში ლექციებს 15 წლის ზემოთ მქონე ადამიანებს უკითხავს.
"ეს კონფერენცია დაკავშირებულია მსოფლიო სულიერებასთან, საზოგადოების მორალური, სულიერი და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან. ამის ფილოსოფია პოზიტიური აზროვნებაა, როდესაც ჩვენ პოზიტიურად ვფიქრობთ, ჩვენი სული და სხეული არის უკვე ჯანმრთელი. შესაბამისად, ადამიანების ურთიერთობაც ერთმანეთში არის ჯანსაღი. ამის კოცეფცია მედიტაციაა, ოღონდ არა უბრალოდ ფიზიკური, არამედ გონებრივი, ანუ ისე რომ ჩვენ საკუთარი თავის შეცნობა შევძლოთ, იმისთვის რომ ბალანსს და წონასწორობას მივაღწიოთ. მედიტაციის მიზანია ის, რომ ჩვენ დავიჯეროთ და შევიცნოთ, რომ ჩვენ ვართ სულები და არა უბრალოდ, სხეულები. ადამიანებს გვაერთიანებს ის რომ ყველანი სულიერად ღმერთის შვილები ვართ. მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა ეროვნებები არსებობს და სხვადასხვა ენაზე საუბრობენ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" დიდმა სანტოშიმ.
შეგახსენებთ, რომ სულიერების მსოფლიო უნივერსიტეტის "ბრახმა კუმარისის" სანკტ-პეტერბურგის ფილიალი თბილისში კონფერენცია-სემინარი გუშინ გამართა.
კონფერენცია-სემინარი დღესაც გაგრძელდება (ჭავჭავაძის გამზ. II ჩიხი #5, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი) ასევე, 17-18 სექტემბერს (ყაზბეგის #14ბ. ჯანმრთელობის ცენტრი) გაიმართება.
ლექციებს კითხულობს ბიოლოგიის მაგისტრი; ინდოეთის მსოფლიო სულიერების უნივერსიტეტის "ბრახმა კუმარისის" საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორი; სანკ-პეტერბურგის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის "ბრახმა კუმარისის" დირექტორი; საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ბალტიისა და დსთ-ის ქვეყნებში;