დღეს, 14 სექტემბერს, 16:00 საათზე, თბილისში, მელიქიშვილის #6-ში, ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებამდე ქალაქის სხვადასხვა უბანში ღია ავტობუსით საზეიმო მარში მოეწყობა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდია "გვირილას" აღსაზრდელები, მომღერალი ეთერ კაკულია, მსახიობი ნუგზარ კვაშალი და აკრობატთა ჯგუფი.
ღონიძიებას დაესწრებიან მოწვეული სტუმრები: ძველი თბილისის გამგებელი დავით ავალიანი და ძველი თბილის გამგებლის მოადგილე ივა ჭყონია. დღის ორგანიზატორია კომპანია "ტენტორიუმი". პირველი მეფუტკრეობის კომპანია, რომელიც აპიფიტოპროდუქციას პროდუქციას აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე 2008 წლიდან მთელ მსოფლიოში აღნიშნება. მესამე წელია საქართველოც შეურთდა. ეს დღე არის მსოფლიო ყურადღების მიპყრობა ფუტკრის მასობრივ გაუჩინერაბაზე. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფუტკრების 20-80%-მდე გაუჩინარდა.
ფუტკარი ეკოლოგიური სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლია - მცენარეების 80%-ის დამტვერავი. მათ შორის დიდი ნაწილი სასოფლო-სამურნეო ნარგავებზე, ხილზე, კენკრაზე და ბოსტნეულზე მოდის.
ეკოლოგიური სისტემიდან ამ რგოლის ამოვარდნა, კაცობრიობას კატასტროფის წინაშე აყენებს.
ფუტკრის კოლაბსის შესაჩერებლად კომპანია "ტენტორიუმისა" და გერმანელი მეცნიერების ინიციატივით შეიქმნა ფუტკრის დაცვის საერთაშორისო ფონდი, რომელშიც გაერთიანდნენ ცნობილი ადამიანები (სოფი ლორენი, რობერტინო ლორეტი, ლუკ ბესონი და სხ.). ფონდის ძირითადი მიზანია შეისწავლოს ფუტკრის გაუჩინარების მიზეზები, გაავცერლოს ინფომაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ჩაატაროს თავიდან ასაცილებლი ღონისძიებები.