ოპოზიციონერ დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას აზრით, ხელისუფლება მილიონებს ხარჯავს „ღვინო, დუდუკსა და ქალებში".
ზაფხულის განმავლობაში მმართველი გუნდის მიერ „განიავებულ მილიარდებზე" ბაღათურიამ პარლამენტის დღევანდელ სესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო გახდა იმის მოწმე, „თუ როგორ ატარებდა დროს მშიერი ხალხის მაძღარი ხელსუფლება".
„მილიარდები იხარჯება ღვინო, დუდუკსა და ქალებში. მილიარდები იხარჯება დროსტარებაში, შადრევნებში, ფოიერვერკებში,", - აღნიშნა ბაღათურიამ, რომელსაც „ძალიან აინტერესებს, რას ზეიმობს მთავრობა"?
„რას ზეომობს მთავრობა? - ტრანსპორტის გაძვირებას? წამლებზე ფასების ზრდას? კვების პროდუქტებისა და ბენზინის გაძვირებას?", - განმარტა დეპუტატმა, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას ასლან აბაშიძე და ბადრი პატარკაციშვილიც გაიხსენა, რომლებსაც „თავიდან უამრავი ხალხი ეხვივნენ, თუმცა ბოლოს მარტო დარჩნენ".