საქართველო იმსახურებს ძალიან ძლიერ სიგნალს ნატოს წევრობისთვის, - ამის შესახებ ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აჟუბალისმა განაცხადა.
მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას მათ ისაუბრეს მომავალ წელს ჩიკაგოში გასამართ ნატოს სამიტზე.
"ზუსტად არ მინდა დავასახელო რა ფორმით უნდა მოხდეს საქართვეოსთვის ნატოს წევრობაზე ძლიერი სიგნალის მიცემა, მაგრამ აღსანიშნავია ის რომ საქართველომ მთლიანი შიდა პროდუქტის ძალიან დიდი პროცენტი სამხედრო განვითარებისთვის დახარჯა. მას ძლიერი პოზიციები აქვს ავღანეთში და ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს ჩიკაგოს სამიტზე რომ საქართველო ამ სიგნალს იმსახურებს", - განაცხადა აუდრონიუს აჟუბალისმა და დასძინა, რომ ამ მხრვ მნიშვნელოვანი იქნება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში.