როგორც ნიკა გილაურმა განაცხადა, მას მთავრობაში განსახორციელებელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ამის შესახებ მას არაფერი სმენია, "და დიდი ბოდიშით და ამის შესახებ ვერაფერს ვერ გეტყვით".
შეგახსენებთ, რომ დღეს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პოსტს დატოვებს და მის თანამდებობას რეგიონალური განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია დაიკავებს.