საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით საქართველოს მთავრობაში ამ დროისთვის გადაადგილებები არ იგეგმება. ამის შესახებ მანჯგალაძემ პრეზიდენტის სასახელში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობაში საკადრო გადაადგილებები იგეგმება, რომელიც პრემიერ-მინისტრს, გუბერნატორებს და ასევე მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეეხება.