რუსეთსა და საქართველოს შორის წარმოქმნულმა ახალმა დაძაბულობამ, შესაძლოა, ჯერ კიდევ არსებული დიპლომატიური კონტაქტები საბოლოდ გაწყვიტოს. ამის შესახებ რუს ექსპერტებზე დაყრდნობით გაზეთი "კომერსანტი" წერს.
ურთიერთობის გამწვავების მიზეზი ოფიციალური მოსკოვის მიერ სასტუმრო სახლ "თბილისის" გაყიდვა და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საკონსულოს შენობის იჯარასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები გახდა.
როგორც "კომერასანტი" იტყობინება, რუსეთის ქმედებებით, გაღიზიანებული ქართული მხარე მზად არის ადეკვატური ღონისძიებების განსახორციელებლად. კერძოდ, მოსკოვიდან საქართველოს საკონსულოს თანამშრომლების გამოსაწვევად და თბილისიდან შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების დამცველი სექციაში დასაქმებული რუსი დიპლომატების გასაძევებლად. ეს იქნება საქართველოს პასუხი მოსკოვში სასტუმრო სახლ თბილისის გაყიდვასთან დაკავშირებით.
გასულ კვირას სასტუმრო სახლი „თბილისი" 206.1 მილიონ რუბლად გაიყიდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში შენობაში სასტუმრო „მელოდია" იყო განთავსებული. 2006 წელს შენობის მფლობელის "შეცვლა" მილიციის დახმარებით მოხდა. იმ დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ გატარებულ ღონისძიებებს არავითარი პოლიტიკური სარჩული არ ედო. ხოლო გამოსახლების პროცესი ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩატარდა.
როგორც სამართალდამცავ ორგანოებში აცხადებდნენ, 1991 წლიდან, მას შემდეგ რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი შენობა დაუდგენელი პირების მფლობელობაში იყო. 1974 წლიდან შენობა ეკუთვნოდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და მისი გამოყენება ხდებოდა საქართველოს დელეგაციებისა და საქართველოდან მოსკოვში ჩასული სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის.
როგორც გამოცემააღნიშნავს, მფლობელის შეცვლა 5 წლის წინ ანტიქართული კამპანიის ფონზე მიმდინარეობდა და ის საქართველოდან ოთხი რუსი ოფიცრის გამოძევების შემდეგ მოხდა. ეს ოფიცრები ქართულმა მხარემ ჯაშუშობაში დაადანაშაულა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია სასტუმრო სახლ „თბილისის" გაყიდვასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გააჟღერა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე არ აპირებს აღიშნულთან დაკავშირები სასამართლოში ჩივილს და ის მხოლოდ დიპლომატიური გზებით შვეიცარიის შუამავლიბით იმოქმედებს.
კომერსანტი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თუ ქართველი დიპლომატები, რომლებიც ამჟამად ბიზნესცენტრ ოსტოჟენკას შენობის მეორე სართულზე საქმიანობენ და რომელთა მიმართაც შენობის მფლობელს აქვს პრეტენზიები კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო, გამოძევებული იქნებიან შენობიდან, თბილისი გაატარებს ადეკვატურ საპასუხო ღონისძიებებს.
ექსპერტები აცხადებენ, რომ შესაძლებელია მოხდეს საქართველო რუსეთ შვეიცარიის სამმხრივი შეთანხმების გაუქმება შვეიცარიის საელჩოსთან „ინტერესების სექციის" შესახებ.