TripAdvisor-მა მსოფლიოს 2011 წლისთვის საუკეთესო სასტუმროების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში პირველ ადგილზე ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მდებარე სასტუმრო Golden Well (U Zlate Studne) დასახელდა.
"ამ სასტუმროში ყველაფერი სრული სიზუსtიაა გაკეთებული, ულამაზესი სიფაქიზითაა მორთული ოთახები და ძალიან კარგად არის შერჩეული სასტუმროს ადგილ-მდებარეობა. ეს ყველაფერი სასტუმროს აძლევს საშუალებას, რომ საუკეთესო სასტუმროდ დასახელდეს"_ აცხადებენ რეიტინგის შემქმნელები.
რეიტინგში მეორე ადგილზეა საბერძნეთში კურორტ იმეროვიდიზე განთავსებული სასტუმრო Anastasis Apartments, მესამეზე კი მაროკოში, ფესში არსებული სასტუმრო Riad Le Calife.