უკრაინის შსს-ს ექს-გენერალმა ალექსეი პუკაჩმა, რომელმაც ჟურნალისტი გიორგი ღონღაძის საკუთარი ხელით მოკლა, მკვლელობის შემკვეთებიც დაასახელა.
"მკვლელობის დამკვეთები უკრაინის ექს-პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, უკრაინის პარლამენტის ექს-თავმჯდომარე ვლადიმერ ლიტვინი და შინაგან საქმეთა ექს მინიტრი იური კრავჩენკო (რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა) იყვნენ", - განუცხადა ჟურნალისტებს ჟურნალისტმა ალექსეი პოდოლსკიმ.
იგივე განცხადება გააკეთა სასამართლოში გიორგი ღონღაძის მეუღლის ინტერესების დამცველმა ვალენტინა ტოლიჩენკომაც, რომელმაც აღნიშნა, რომ პუკაჩი "ასახელენს იმავე ადამიანებს, რომლებსაც ასახელებდა ადრე" და დასძინა, რომ პუკაჩმა დამკვეთებს შორის, ასევე შსს-ს მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლაი ჯიგი დაასახელა.
პოდოლსკის თქმით, ასევე, სასამართლოზე პუკაჩმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "მას შემდეგ, რაც მოვკალი ღონღაძე, შევხდი მკვლელობის დამკეთებს. ამ შეხვედრაზე იყო ლიტვინი. მე წარმადგინეს, როგორც დაზვერვის უფროსი, რომელმაც გაიყვანა და მოკლა ღონღაძე. კრავჩენკო არწმუნებდა ლიტვინს, რომ ის პრეზიდენტის ერთგულია და შეასრულებს ნებისმიერ ბრძანებას. ლიტვინი ამ დროს თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა".
ტოლიჩენკომ კი თავის მხრივ განაცხადა, რომ მხოლოდ გვარების დასახელება არაფერს წარმოადგენს და საჭიროა, გარემოებების პატიოსნად აღწერა.
"პატიოსნად აღწერილი გარემოება შეიძლება დადასტურებული იყოს სასამართლო გამოძიების მსვლელობისას. ამ დრომდე ბრალდებული მხოლოდ ნაწილობრივ აღწევდა ამ გარემოებებს", - განაცხადა ტოლიჩენკომ.
ღონღაძის მეუღლის ინტერესების დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს შეუძლია ბრალდებულად ცნოს ნებისმიერი ადამიანი არა მხოლოდ ერთი ადამიანის ჩვენების საფუძველზე, არამედ იმ შემთხვევაში, როცა ეს ჩვენებები გამყარებულია სხვა მტკიცებულებებით - როდესაც არსებობენ სხვა მოწმეებიც, არის წერილობითი და სხვა სახის მტკიცებულებაც.
მასალის გამოყენების პირობები