უკრაინაში საქართველოს საელჩომ სასტუმრო გახსნა. როგორც ინტერფაქს-უკრაინა იყტობინება, ფრანგულმა სასტუმრო ოპერატორმა Accor Hospitality-მა უკრაინაში 212 ნომრიანი სასტუმრო Ibis-ი (სამ ვარსკვლავიანი) გახსნა, სადაც განლაგებულია უკრაინაში საქართველოს საელჩო.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კიევის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის საბჭომ, 2009 წელს შეათანხმა, საცხოვრებელი სახლის, საქართველოს საელჩოს შენობით, პროექტის კორექტირება.
კორექტირება შეტანილ იქნა ნაგებობის საცხოვრებელი ნაწილის, სასტუმრო კომპლექსად გადაკერთების ნაწილში. პროექტის დამკვეთი იყო უკრაინაში საქართველოს საელჩო.
მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მშენებლობის ინვესტორმა, რომლის ვინაობაც არ სახელდებოდა, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას Accor Hospitality-თან Ibis-ის ბრენდის ქვეშ 16-სართულიანი შენობის გამოყენების შესახებ. შენობის მთლიანი ფართი 13,5 ათას კვ/მ-ს წარმოადგენს, საიდანაც 1,6 ათას კვ/მ-ზე განლაგებილია საქართველოს საელჩო, ხოლო 10,6 ათას კვ/მ-ზე სასტუმრო.
საელჩოს 5-სართულიანი კორპუსი სასტუმროსგან გამოცალკავებულია.
Ibis-ში სტანდართული 2-ადგილიანი ნომრის ღირებულება (საუზმის გარეშე) 800 გრინვია, ხოლო საუზმის ღირებულება 90 გრინვი.