ანჩისხატის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს ხელოვნების მუზეუმს ეწვევა.
უწმინდესი შალვა ამირხანაშვილის სახელობის ეროვნულ მუზეუმში 12:00 საათზემივა და ანჩისხატის დღესასწაულს მრევლთან ერთად აღნიშნავს.
ილია მეორე ადილზე ჯერ ლოცვას აღავლენს, შემდეგ კი მრევლს ანჩისხატის სასწაულის შესახებ მოუყვება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 29 აგვისტოს, მართლმადიდებლები ხელთუქმნელი ანჩისხატის დღესასწაულს აღნიშნავენ. უკვე წლებია მაცხოვრის სალიტანიო ანჩისხატი ყველა იმ ადგილზე დაბრძანდება, რომელიც ისტორიულად ხატმა გაიარა. ეს გზა ტრადიციულად იერუსალიმიდან იწყება.
ფერისცვალებას ანჩისხატის მომლოცველთა კრებულის წევრებმა ისრაელში მცხოვრებ ქართველებთან ერთად ეს ხატი თაბორის მთაზე დააბრძანეს. შემდეგ სალიტანიო ხატმა ისტორიული კონსტანტინოპოლი გამოიარა და ანჩაში მის ისტორიულ ადგილას დაბრძანდა.