ბრიტანელი მომღერალი ტომ ჯონსი მაროკოშია ჰოსპიტალიზირებული. ამ დროისათვის, 71 წლის მომღერალის ავადმყოფობის მიზეზი არ სახელდება. ჯონსმა მაროკოში 26 აგვისტოს „სპორტის საზაფხულო ფესტივალის" ფარგლებში კონცერტი გამართა, ხოლო 27 აგვისტოს ჯონსს მეორე კონცერტი ქონდა დაგეგმილი, თუმცა მომღერალმა სცენაზე გასვლა ვეღარ შესძლო. შეგახსენებთ, რომ ტომ ჯონსი არის შემსრულებელი ისეთი ცნობილი ჰიტებისაა როგორებიცაა «Sex Bomb» და «It's not unusual».