1924 წელს მომხადარი აჯანყების მონაწილეებს უკვდავსაყოფად ვაკის პარკში დიდბის მემორიალი დაიდგმება.
აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერიამ აჯანყებიდან 87 წლისთავზე მემორილაის შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადა, რომელიც ვაკის პარკში იმ ადგილზე უნდა დაიდგას, სადაც კომუნისტურმა რეჟიმმა აჯანყებულთა ნაწილი გენერალ კოტე აფხაზის მეთაურობით დაცხრილა.
მემორიალის დასადგმელი ადგილი დღეს, თბილისის მერმა გიგი უგულავა, საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამსადაშვილმა და პარლამენტარებმა მოინახულეს.
როგორც უგულავმ ჟურნალისტებთან საუბარის დროს აღნიშნა, ასეთი ისტორიული თარიღები საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რადგან ეს საქართველოს ისტორიის მთავრ ნაწილებს წარმოადგენს.
"სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ სიმბლოურად ამ ადგილას დიდიბის მემორიალის აღმართა, სადაც აჯანყების მონაწილეების იყვენ დახვრეტილები საბჭოთა რეჟიმის მიერ", - აღნიშნა უგულავამ.
მემორიალის შექმნაზე კონკურში მონაწილეობის მსურველბმა მერიას ორი თვის განმავლობაში უნდა მიმართონ. დიდების მეორიალის დადგმა კი 2012 წლის 25 თებერვალს იგეგმება.
როგორც ცნობილია, 1924 წელს კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებას დაუზუსტებელი ინფორმაციით 12 ათასამდე ადამიანი შეეწირა.