საქართველოში მაცხოვრის სალიტანიო ანჩისხატი და ათონის მთიდან წამოღებული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი შემოაბრძანეს.
ხატები სარფში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მშენებარე ტაძარში დაასვენეს. დღის ბოლომდე ხატებს ქობულეთში, ხვალ კი თბილისში ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში დააბრძანებენ.
29 აგვისტოს მართლმადიდებლები ხელთუქმნელი ანჩისხატის დღესასწაულს აღნიშნავენ. უკვე წლებია მაცხოვრის სალიტანიო ანჩისხატი ყველა იმ ადგილზე დაბრძანდება, რომელიც ისტორიულად ხატმა გაიარა. ეს გზა ტრადიციულად იერუსალიმიდან იწყება.