საკრებულოს წევრებმა დედაქალაის 2 ქუჩისთვის ახალი სახელწოდების მინიჭების შესახებ იმსჯელეს.
"დღევანდელ სხდომაზე სახელდებისა და სიმბოლიჯუს კომისიამ განსახილველად 2 საკითხი გამოიტანა, რის შემდეგაც დეპუტატებმა დედაქალაქში მდებარე 2 უსახელო ქუჩისთვის ახალი სახელწოდების მინიჭებას დაუჭირეს მხარი. ამდენას, ქ. თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ე.წ. გაზის დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩას მწვანე ქუჩის, ხოლო დიდგორის რაიონში, ოქროყანაში მდებარე ქუჩას კი - მაძვების სახელი მიენიჭა", - განაცხადა ლაშა იმედაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2 ქუჩისთვის ახალი სახელწოდების მინიჭების საკითხი განსახილველად, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავჯდომარემ ლაშა იმედაშვილმა გამოიტანა.