საკრებულოს სხდომაზე დღეს დეპუტატებმა ბაგა-ბაღების საკითხი განიხილეს. როგორც ვახტანგ ნაცვლიშვილმა განაცხადა, სექტემბრიდან ბაღები ახალ სისტემაზე გადავა და სწავლის საფასური 20-დან 80 ლარამდე განისაზღვრება. 200 ათასზე დაბალი ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ბავშვები კი უფასოდ ისწავლიან.
სხდომაზე ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ჯაბა სამუშიამ ამ ფაქტს არაკონსტიტუციური უწოდა.
"საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით, სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს, შესაბამისად, მერიის გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია", - განაცხადა ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ჯაბა სამუშიამ.
ამ თემასთან დაკავშირებით სხდომაზე განათლების კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სისტემაში სოციალურ სამართლიანობის პრინციპი დაცულია.