შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააჯარიმეს, რომელიც ზღვაში შეტყობინების გარეშე გავიდა.
ბესარიონ ჯანელიძეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა 2) მუხლის I ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.