უკრაინა უფრო შესამჩნევად მიდის იმ კურსით, რომლსაც ევროკავშირთან არაფერი საერთო არ აქვს. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი აცხადებს.
"მაგალითად, უკრაინაში ჩვენ ვხედავთ, როგორ ანეიტრალებენ და პოლიტიკური ბძოლიდან გაჰყავთ ყველაზე პოპულარული ოპოზიციის ლიდერი", - აღნიშნა შვარცენბერგმა.
მისივე თქმით, ის, თუ როგორ მიმდინარეობს იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესი და როგორ ექცევიან აქციის მონაწილეებს, ევროკავშირის "ღრმა შეშფოთებას" იწვევს.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსიმ ოფიციალური წერილი მიწერა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, სადაც სთხოვა გაერკვია ხომ არ იყო უკრინის ყოფილი პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესი პოლიტიზირებული.