მიმდინარე წელს კახეთში ხანძრის 518 შემთხვევაა დაფიქსირდა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მათგან თელავში 144, გურჯაანში - 128 ლაგოდეხში - 56, საგარეჯოში - 51, სიღნაღში - 43, ახმეტაში - 41, დედოფლისწყაროში - 37 და ყვარელში - 27.
სახანძრო - სამაშველო სამსახურების უფროსების თქმით, ხანძრის შემთხვევების უმრავლესობა დაუდევრობით იყო გამოწვეული. მაგალითად, დედოფლისწყაროს რაიონში 37-დან 28 შემთხვევა მოსავლის აღების დროს მოხდა.
„წელს რეინჯერების ჯგუფთან ერთად სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ხშირად დავდივართ ტყეებში შემოწმების მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება შემოდგომაზეა საჭირო, როდესაც ფოთოლი ცვივა ხანძრის გავრცელების საშიშროება იზრდება", - განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსმა ბესიკ ნაპირელმა.
მეხანძრეების თქმით, ხანძრების პიკი აგვისტო - სექტემბერია.
კახეთის მუნიციპალიტეტებში სახანძრო სამაშველო სამსახურებს 3 - 4 სახანძრო მანქანა ემსახურებათ.