"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის მცხოვრებლებს შეხვდა.
"ნაციონალური მოძრაობის დაპირებები რომ არ სრულდება, ეს ყველა რაიონში კარგად ჩანს. უმუშევრობა ქვეყნის განუკურნებელი სენი გახდა და ამ დაავადებას მანადე ვერ ვუმკურნალებთ, ვიდრე მმართველი პარტია არ შეიცვლება, რადგან ხელისუფლება, ბიზნესის ხელშეწყობის ნაცვლად, პირიქით, ყველანაირად ავიწროებს მას. სამუშაო ადგილების მხოლოდ ქაღალდზე შექმნა უნდა დასრულდეს", - განაცხადა ალასანიამ ჩხოროწყუს ცენტრში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.
ალასანია დღესვე სოფლების - ლესიჭინეს, ხაბუმეს და მუხურის - მოსახლეობასაც შეხვდა.