სამხრეთ კალიფორნიაში, სასტუმროდან ერთ-ერთი ყველაზ ცნობილი ჰოლანდილი მხატვრის რემბრანდტის ნახატი მოიპარეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტელეკომპანია "ბი-ბი-სი" ავრცელებს, რომლის ცნობითაც რემბრანდტის მოპარული ნახატის ღირებულება 250 ათასი აშშ დოლარია.
ქურდობა სასტუმრო "Ritz-Carlton"-ში მოხდა, რომელიც ქალაქ მარინა-დელ-რეიში მდებარეობს.
ამ დროისთვის უცნობია, მხატვრის რომელ ტილოზეა საუბარი.