აშშ-ს სახელმწიფო საფოსტო სამსახური - United States Postal Service, (USPS) იძულებულია თანამშრომელთა რაოდენობა 120 ათასით შეამციროს. USPS იძულებულია ასევე უარი თქვას საპენსიო პროგრამაში და ასევე სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში მონაწილეობაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც აშშ-ს კონგრესზეა.
შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ United States Postal Service-ის ზარალი, მიმდიანრე ფინანსური წლის 9 თვეში, 5,5 %-ით გაიზარდა და 5,4 მლრდ. დოლარი შეადგინა. ასეთ ფონზე კომპანიამ შესაძლოა სულ მალე დეფოლტიც კი გამოაცხადოის, თუ კი კონგრესი მის დახმარებაზე უარს იტყვის და კომპანიახ თანამშრომლების დათხოვნის უფლებას არ მისცემს.
USPS=ს ამ დროისათვის სახელმწიფო დოტაციაზე აღარ იმყოფება, რადგანაც კომპანია რეფორმირების გზაზეა. გადაზიდვების შემცირებასთან ერთად კომნპანიის ზარალი განაპირობა იმასაც, რომ შემოსავალი მთლიანად თანამშრომელთა ხელფასებზე და სხვადასხვა სოციალურ პროგრამებში მონაწილეობაზე იხარჯება.