ე.წ. სამხერეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი რუს ბიზესმენებთან თანამშრომლობას იმედოვნებს და მზადაა მათ 99 წლიანი იჯარით მისცეს მიწა, ამის შესახებ ედუარდ კოკოითმა ახალგაზრდული ფორუმის "ირისტონ 2011"-ის მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, კაზაკებისთვის მიწის გადაცემასთან ერთად მოხდება, აუთვისებელ ტერიტორიებზე განსახლება, იქ მეურნეობების განვითარება და თავდაცვისუნარიანობის გამტკიცება. ასევე არის იმედები დამატებით ინვესტიციებთან დაკავშირებით რუს ბიზნესმენებთან თანამშრომლობით.
"მე ამის შესახებ პირველად ვამბობ, ჯერ ეს გეგმები არ გვქონდა გახმაურებული, მაგრამ ეჭვიც არ გვეპარება, რომ მხარს დამიჭერენ"- განაცხადა კოკოითმა.
მისი თქმით, სამხერეთ ოსეთი და რუსეთი უნდა გახდნენ მოკავშირე სახელმწიფოები. მან მადლობა გადაუხადა რუსეთის ფედერაციის სუბიექტებს იმ წვლილისთვის, რომელიც მათ სამხრეთ ოსეთის აღორძინებაში შეაქვთ.