პოლონეთის საზღვრის დარღვევის მცდელობის მქონე პირებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც სახელდებიან.
მიმდინარე წელს პოლონეთის საზღვრის დარღვევის მცდელობა საქართველოს 40 მოქალაქეს ქონდა. ყველაზე მეტი აქტიურობით ამ მხრივ უკრაინლები გამოირჩევიან.
მიმდინარე წელს უკრაინის 600 მოქალაქე შეეცადა პოლონეთის საზღვრის დარღვევას. სტატისტიკის მიხედვით მეორე ადგილზე რუსეთის მოქალაქეები არიან (90 ადამიანი), მესამეზე - ბელორუსები (70 ადამიანი), მეოთხეზე - თურქები (60 ადამიანი), ხოლო მეხუთზე ადგილზე საქართველოა (40 ადამიანი).
პოლონელი მესაზღვრეები აღნიშნავენ, რომ 2011 წელს 2010 წელთან შედარებით საზღვრის დარღვევის მცდელობის ფაქტები 10 %-ითაა შემცირებული.