"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო" „აფხაზეთიდან" დევნილების გამოსახლებას გმობს.
"გაზრდილი გადასახადები, გაძვირებული პროდუქტი, ტრანსპორტზე გაძვირებული ტარიფი, ქვეყანაში სულ უფრო გაუსაძლისს ხდის ადამიანების ყოფას და ეს ყველაფერი პირველ რიგში ათიათასობით დევნილის ოჯახზე უმძიმესად აისახება. ამას ემატება ის უსამართლო და დამთრგუნველი პოლიტიკა , რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ მუდმივად ახორციელებს.ხ ელისუფლება არანაირ ვალდებულებას არ გრძნობს საკუთარი მოქალაქეების მიმართ. ერთხელ უკვე საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან გამოდევნილ ადამიანებს, რომლებმაც 20 წლის განმავლობაში დედაქალაქში გაიარეს ადაფტაციის ურთულესი პროცესი, აიძულებენ ხელმეორედ აიყარონ ფუძე და შეუერთდნენ საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ ათი ათასობით ადამიანს", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო" გმობს ხელისუფლების ამ ნაბიჯს და მოუწოდებს გაითვალისწინოს სასტუმრო „აფხაზეთში" მცხოვრებ დევნილთა თხოვნა და დადგეს მათი ინტერესების დასაცავად.