რუსეთის მთავრობის მხარდაჭერით რეჟისორი ჯანიკ ფაზეევი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ფილმს იღებს.
ფილმის სამუშაო სახელწოდება "აგვისტო. მერვე"-ა და მისთვის სცენარი გამოცემა "Newsweek Magazine"-ის სამხედრო კორესპოდენტმა მაიკლ ლერნერმა დაწერა.
ფილმის გადაღება საბრძოლო მოქმედებების ახლომდებარე ადგილებში მიმდინარეობს, კერძოდ, ჩრდილო ოსეთის სოფელ ნარ-ში. გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნება.
აღნიშნული სოფელი, სადაც ფილმის გადაღება მიმდინარეონს ცხინვალიდან 76 კმ-ში მდებარეობს. მასში რუსი მსახიობები გოშა კუცენკო, მაქსიმ მატვეევი და სვეტლანა ივანოვა, ასევე სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები მონაწილეობენ.