ხვალ. 8 აგვისტოს 12:00 საათზე სტოკჰოლმში შვედეთის ქართული სათვისტომო საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მესამე წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციას აწყობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სათვისტომოს თავმჯდომარემ მარინა აქსელლ ცხონდიამ აცნობა, აქციის მონაწილეების რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შწყვეტას მოითხოვენ.
"მოვითხოვთ რათა შეწყდეს რუსეთის მიერ ქართული რეგიონების ოკუპაცია. ათასობით
და ათიათასობით დევნილს და ლტოლვილს მიეცეს საკუთარ სახლებში ღირსეული დაბრუნების უფლება. ჩვენ ვერასოდეს შევეგუებით იმ ფაქტს, რომ ჩვენი სამშობლოს ნაწილი ოკუპირებულია", - აცხადებს მარინა აქსელლ ცხონდია
მისი თქმით, საქართველოს ბრძოლა ქვეყნის გამთლიანებისთვის გრძელდება.
"ერთად დავდგეთ ამ ბრძოლაში! დავანახო ოკუპანტს, რომ ძალა ერთობაშია და
ქართველი ერის გატეხვა შეუძლებელია!", - მოიწოდებს სათვისტომოს თავმჯდომარე თამამემამულეებს.