კუნძულ უტოიაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულ ქართველ გოგონას - თამთა ლიპარტელიანს დღეს, 6 აგვისტოს დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონია 6 აგვისტოს, 15:00 საათზე კი გაიმართება.
საქართველოს მოქალაქის დაკრძალვას ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოლიტიკური მრჩეველი და ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო სამდივნოს უფროსი სინე ბრუდესეტი დაესწრებიან. თამთა ლიპარტელიანისთვის პატივის მისაგებად ქუთაისში ჩავა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩი და საელჩოს თანამშრომელიც.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს 32 წლის ტერორისტმა ანდრეს გრეივიკმა ნორვეგიის დედაქლაქ ოსლოში ტერაქტი მოწყო, შემდეგ კი კუნძულ ოტოიოს ახალგაზრდული ბანაკის დამსვენებლებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო ინფორმაციით, ინციდენტების დროს 78 კაცი დაიღუპა, მათ შორის არის ქართველი თამთა ლიპარტელიანი, რომელიც იმ დროს ბანაკში იმყოფებოდა.
ლიპარტელიანის ცხედარი თითის ანაბეჭდების საშუალებით ამოიცნეს. მას ზურგის არეში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. გვამი წყალში იპოვეს. დაღუპულის გადამოსვენების ხარჯებს და კომპენსაციას ნორვეგიული მხარე გაიღებს.