რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთის შემდეგ ოპერაციას აფხაზეთში დაიწყებდა.
სწორედ ამით ხსნის მედვედევი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასაც, სადაც 2008 წელს სამხედრო კონფლიქტი არ მიმდინარეობდა.
„მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. უფრო მეტიც, სამხრეთ ოსეთი, ეს ისეთი სუსტი რგოლია, პატარა, მცირე მოსახლეობით, ნაკლები წინააღმდეგობით. მოდით, მოვსინჯოთ ძალები იქ და თუკი შევძლებთ, შემდეგ შევეცადოთ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას აფხაზეთის ტერიტორიაზეც. ვერ შესძლეს და ეს არის ფატალური შეცდომა", - განმარტა მედვედევმა რუს და ქართველ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.