საქართველოში მომხდარ აფეთქებებს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი „პროვოკაციად" აფასებს.
მისი თქმით, საქართველოსა და ზოგადად აფეთქებების თემებთან დაკავშირებით მასთან არც ერთი ლიდერი არ საუბრობს. ერთადერთი საკითხი არის ვმო და „მასაც ძირითადად ამერიკელებთან და ცოტათი ევროპელებთან გავიხილავთ".
„არც ერთ ლიდერს, არც ერთი ქვეყნისას ამ საკითხზე არაფერი უთქვამს. შესაძლოა ეს ცოტა საწყენიც იყოს საქართველოსთვის, მაგრამ მე თქვენ გეტყვით სიმართლეს: ამჟამად ეს თემა საერთოდ არ არსებობს ევროპელ ლიდერებთან ჩემი მოლაპარაკებების დღის წესრიგში. რა თქმა უნდა, ის იყო რთული 2008 წელს, რადგან იყო კონფლიქტი, ამჟამად კი ის არ არსებობს. რაც შეეხება ამ აფეთქებებს, ის სისულელე, ტყუილი და პროვოკაციაა", - განაცხადა მედვედევმა რუს და ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში.