აზერბაიჯანს 5 თვეა აქვს მოსაფიქრებლად თუ რომელი გზით მოხვდება ევროპაში გაზი. სწორედ აზერბაიჯანის პოზიციაზეა დამოკიდებული რამდენად მოხდება Nabucco-ს პროექტის რეალიზება და რამდენად შესუსტდება რუსული გავლენოს ევროპაზე, ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
გამოცემა წერს, რომ აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვების პიკი რამდენიმე წელში გადაივლის, ამიტომ აქტიური განვითარებისთვის მნიშვნელობა აქვს გაზს. იმავდროულად გამო ბაქო აქტიურად მზარდი ცენტრი გახდა, რაც მნიშვნელოვანია ევროპისთვისაც, რომელიც დამოკიდებული იქნება მთლიანად გაზის მიწოდებაზე, რადგანაც გერმანიამ და იტალიამ ატომური სადგურების გამოყენბაზე უარი უკვე განაცხადეს, წერს The Wall Street Journal.
გამოცემა იუწყება ასევე იმასაც, რომ წლის ბოლომდე აზერბაიჯანმა გაზის გრძელვადიანი მყიდველი უნდა აირჩიოს, რომელსაც შაჰ-დენიზიდან მოიპოვებს. საერთაშორისო კონფერენციაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანული გაზი ევროპაში მოხვდება, თუმც არ დაუსახელებია მარშუტი. აზერბაიჯანს არჩევანის გაკეთება რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტიდან მოუწევს.
როგორც ცნობილია ევროკომისია Nabucco-ს პროექტის განხორციელებას მხარს უჭერს, რადგანაც ეს ძალიან ძლიერი პროექტია, რათა ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულება მაქსიმალურად შემცირდეს, წერს The Wall Street Journal.
შეგახსენებთ, რომ Nabucco-ს კონსროციუმიში გაერთიანებულნი არიან თურქული კომპანია Botas, Bulgarian Energy Holding, უნგრული MOL PLC, ავსტრიული OMV Gas&Power, GmbH გერმანული RWE და რუმინული Transgaz.
პროექტის ყოველ მონაწილეს პროექტში 16,67 %-იანი წილი აქვს. TumcaRa International Petroleum Investment Company (IPIC) უკვე ფლობს აქციათა 20 %-ს ავსტრიულ OMV Gas&Power GmbH -ში.
Nabucco-ს პროექტი ითვალისწინებს კასპიური გაზის ევროპაში მოხვედრასც აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით. პროექტის თანახმად, გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზერულის გაზსადენის გაგრძელება გახდება და ყოველწლიურად 20-30 მლრდ კუბური მეტრის გაზის გატარებას უზრუნველყოფს.