"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "სახალხო კრებიდან" რამდენიმე წევრის წასვლას არ ადასტურებს.
"არავინ ტოვებს არც კრებას და არც პარტიას. ეს არის ტყუილი. პირიქით, კრების ყველა წევრი სექტემბრიდან კიდევ უფრო გააქტიურებისთვის ემზადება", - განაცხადა ბურჯანაძემ დღეს, "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას.
რაც შეეხება ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟს, ლაშა ამირეჯებს, ბურჯანაძის ინფორმაციით, ის პოლიტიკურ მოღვაწეობას იწყებს, თუმცა პარალელურად, "სახალხო კრებაშიც" გააგრძელებს მოღვაწეობას.
"იმაში, რომ ლაშა ამირეჯიბი პარალულურად პოლიტიკურ პარტიაშიც იყოს, პრობლემას ვერ ვხედავ", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, "სახალხო კრება" გოგი ქავთარაძემ და რეზო ესაძემ დატოვეს.