სოფლის მეურნეობის სამინისტრო უახლოეს მომავალში ორ ახალ პროგრამას დაიწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანი საქართველოში ისეთი მარცვლეული კულტურების წარმოების გაუმჯობესებაა, როგორებიც სოიო და მზესუმზირაა.
პროგრამები ამ კონკრეტული კულტურების საჰექტარო მოსავლიანობის ზრდაზეა ორიენტირებული. ამ მიზნით ქვეყანაში მაღალი ხარისხის სათესლე მასალის შემოტანაა დაგეგმილი. მზესუმზირისა და სოიოს თესლი უკვე გამოიცადა საქართველოში და მაღალი შედეგებიც აჩვენა.