ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობასთან აქცია, სახელწოდებით „სტოპ ვერა" გაიმართა.
მიტინგი თბილისის ანძის მმართველობით გასხვისების საპროტესტოდ იყო მიმართული და მასში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ჟურნალისტების აზრით, ხელისუფლება აუქციონში გამარჯვებული კომპანიის ვინაობას შეგნებულად ასაიდუმლოებს, რადგან მასსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის კორუფციული გარიგება მოხდა.
აქციის მონაწილეეებმა პროტესტი საყვირებით დააფიქსირეს.