საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ვარაუდით, ტემპერატურა კლებას აღმოსავლეთში 4 აგვისტოდან, ხოლო დასავლეთში პირველი აგვისტოდან დაიწყებს. აგრილება და ნალექიანი ამინდი კი მხოლოდ აგვისტოს მეორე ნახევრიდან არის მოსალოდნელი.
ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევენ: მზეზე დიდხანს ყოფნა საშიშია. აუცილებელია მაქსიმალური რაოდენობის სითხის მიღება და ნაკლები ფიზიკური დატვირთვა.