24 ივლისიდან 31 ივლისამდე დაბა ბაკურიანში, სასტუმრო „პრემიერ პალასში", „ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე საერთაშორისო ბანაკს" მასპინძლობდა. ბანაკი, რომლის ორგანიზატორია „ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ფონდი", უკვე მეორე წელია კომპანია „ნატახტარის" სპონსორობითა და მხარდაჭერით იმართება.
ბანაკის მიზანია ახალგაზრდების პროფეისული ზრდა, მათ შორის, ინფორმაციის გაზიარების ხელშეწყობა და მომავალში ერთობლიცი სამეცნიერო პროექტების განხორციელების წახალისება. მასში მონაწილეობდნენ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და მაგისტრანტები მონაწილეობენ.
ბანაკის მიმდინარეობისას გაიმართა სემინარები, სამუშაო შეხვედრები, პრეზენტაციები და ახალგაზრდების დებატები შავი ზღვის რეგიონის ეკოლოგიურ თემებზე, როგორიცაა: წყლის რესურსები (მიწისქვეშა წყლები და მცენარეები), ველური ბუნება (ბიომრავალფეროვნება და დაცული ტერიტორიები) და ბუნებრივი კატასტროფები. ამასთან, გაიმართა სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიება. ბანაკი 8 დღის განმავლობაში გაგრძელდა. ბანაკის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი. ბოლო დღეს გაიმართა დასკვნითი გამოსვლები და საზეიმო ბანკეტი.