სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ახალი თაობის პირადობის მოწმობებს - ID ბარათებს უფასოდ მიიღებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძემ განუცხადა.
„ახალი თაობის პირადობის მოწმობებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მიიღებენ სრულიად უფასოდ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ შესძლოს ამ ახალი სერვისით სარგებლობა", - განმარტა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ID ბარათების გაცემა დღეიდან დაიწყება. ბათუმის იუსტიციის სახლში პირველი განაცხადი 08:05 საათზე შევიდა.