დღეს, 1-ელ აგვისტოს, 13:00 საათზე, "ვისოლ ჯგუფი" "სმარტის" სავაჭრო ცენტრს ვაზისუბანში გახსნის.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიიდან აცნობეს, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრი 2000 კვადატულ მეტრზეა განთავსებული და სუპერმარკეტი "სმარტის" გარდა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებს მოიცავს.
"10 000-მდე დასახელების გერმანული პროდუქტები, ყოველდღიური მოხმარების საგნების ფართო არჩევანი, გერმანული საცხობი, აფთიაქი, ბანკის ფილიალი, სხვადასხვა ტიპის მაღაზიები, უფასო ინტერნეტ (WI-FI) ზონა, სწრაფი გადახდის აპარატი და ბანკომატი მომხმარებელს სრულ კომფორტს შეუქმნის. ამას გარდა, "სმარტში" მომხმარებელს "უნიქარდით" ქულების დაგროვებისა და ქულებით ნებისმიერი პროდუქტის შეძენის შესაძლებლობა ექნება, სასიამონვო გარემო და უმაღლესი ხარისხის მომსახურება 24 საათის განმავლობაში საჭირო პროდუქტების შეძენას სასიამოვნო პროცესად აქცევს. "სმარტში" ბოსტნეულის შეძენა კი მომხმარებელს ბაზრის ფასებში შეეძლებათ,"- აცხადებენ კომპანიაში.
"ვისოლ ჯგუფმა" ახალი მიმართულების განვითარება 2010 წლის დეკემბერში დაიწყო და "სმარტის" პირველი სუპერმარკეტი აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე ვისოლის ავტოგასამართ სადგურთან გახსნა.