სარკინიგზო მაგისტრალიდან ამობრუნებული ვაგონების გატანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
როგორც სალიანდაგო დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქაჯაია აცხადებს, ტერიტორია ვაგონებისგან საღამომდე გაიწმინდება. იქამდე კი, სპეციალისტებმა ლიანდაგი უკვე გაასუფთავეს ყუთებისგან, რომელიც ვაგონებში იყო ჩატვირთული.
რაც შეეხება ავარიის ზუსტს მიზეზს, ის ამ დრომდე დაუდგენელია.
დასავლეთ საქართველოს მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლის პარალიზება გუშინ მოხდა. ამის მიზეზი მცხეთის მე-18 კილომეტრზე მომხდარი ავარიაა, რომლის შდეგად 10-ზე მეტი ვაგონი ლიანდაგიდან გადავარდა და ამობრუნდა.
ავარიის შედეგად, დიდი ოდენობით ნავთობი დაიღვარა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო, სამაშველო სამსახურების ბრიგადები და სამართალდამცველები მუშაობენ.
ამ დროისთვის მაგისტრალზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია. მცხეთაში გადაადგილება ორივე მიმართულებით მხოლოდ ერთ ლიანდაგზე ხორციელდება. მოძრაობა ამაღამ აღდგება.