სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია. შეზღუდვა რჩება მცხეთის მონაკვეთზე, სადაც მოძრაობა მხოლოდ ერთ ლიანდაგზე ხდება.
მოძრაობა სრულად ამაღამ აღდგება და ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდება.
სპეციალისტები 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
დასავლეთ საქართველოს მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლის პარალიზება გუშინ მოხდა. ამის მიზეზი მცხეთის მე-18 კილომეტრზე მომხდარი ავარიაა, რომლის შდეგად 10-ზე მეტი ვაგონი ლიანდაგიდან გადავარდა და ამობრუნდა.
ავარიის შედეგად, დიდი ოდენობით ნავთობი დაიღვარა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო, სამაშველო სამსახურების ბრიგადები და სამართალდამცველები მუშაობენ.