დასავლეთ საქართველოს მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა პარალიზებულია. ამის მიზეზი მცხეთის მე-18 კილომეტრზე მომხდარი ავარიაა, რომლის შდეგად 10-ზე მეტი ვაგონი ლიანდაგიდან გადავარდა და ამობრუნდა.
ავარიის შედეგად, დიდი ოდენობით ნავთობი დაიღვარა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო, სამაშველო სამსახურების ბრიგადები და სამართალდამცველები მუშაობენ.
"საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელის ირაკლი ეზუგბაიას განცხადებით, სარკინიგზო ავარიის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, ვაგონის დაზიანება გახდა. მისი თქმით, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდება სარკინიგზო მოძრაობის აღდგენა.
ეზუგბაიას თქით, ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზები მოგვიანებით გახდება ცნობილი.