ბულგარეთის ხელისუფლებამ, ქვეყანაში მოქმედ "ლუკოილის" საწარმოს ლიცენზია ჩამოართვა.
როგორც ბრიფინგზე, "ლუკოილ ბულგარეთის" წარმომადგენელმა ვალენტინ ზლატევმა განაცხადა, საწარმო გაჩერებულია, თუმც დანარჩენი სასამართლოში გაირკვევა.
მისი თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში "ლუკოილის" მიერ გადახდილმა სახელმწიფო გადასახადებმა 10 მლრდ. ევროს გადააჭარბა, ხოლო პირდაპირმა ინვესტიციებმა კი 2,35 მლრდ. ევრო შეადგინა.
სკანდალი დაიწყო მას შემდეგ, რაც ბულგარეთის საბაჭომ "ლუკოილ ბულგარეთს" საწყობები დალულუქა, რადგანაც კომპანიამ დროულად არ შეასრულა მოთხოვნა შესაბამისი მოწყობილებების დამონტაჯენის თაობაზე, რომელიც შესაძლებელს გახდიდა აქციზების მოცულობა დისტანციურად განსაზღვრუილიყო
ბულგარეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ საწარმოს გაჩერების შემდეგ ქვეყანაში ნავთობ-პროდუქტებზე დეფიციტი არ წარმოიქმება. ხელისუფლების მტკიცებითვე ამ ფონზე, საწვავის გაძვირება ქვეყანაში მოსალოდნელი არ არის.