აზერბაიჯანულმა ბიზნესმა სხვა ქვეყნებში ინვესტიციების განხორციელება დაიწყეს, ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა სახინ მუსტაფაევმა განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ თურქეთში ინვესტირებულია 4 მლრდ. დოლარი და უახლოეს პერიოდში აზერბაიჯანული ინვესტიცვიების მოცულობა თურქეთში 6 მლრდ. დოლარამდე გაიზრდება.
რაც შეეხება საქართველოს, მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული კომპანიების მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები 1 მლრდ. დოლარს აღწევს.