მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოში 1 223 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები ასოციაცია "დაცულმა მოძრაობამ"გამოაქვეყნა.
ამავე ორგანიზაციის ცნობით, შემთხვევებისას სულ 1 743 ადამიანი დაშავდა.
ასოციაციის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია, ვინაიდან ორი წლის წინ, 1-ლი იანვრიდან 1-ელ მაისამდე ქვეყანაში სულ 1 633 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაზიანებები 2 447-მა მოქალაქემ მიიღო.
რაც შეეხება დაღუპულთა მონაცემებს, მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში მომხდარ ავარიებს 138 ადამიანი ემსხვერპლა, 2009 წლის ანალოგიურ პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 212 ადამიანი შეადგინა.