საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ჯონ ბასის მტკიცებით, აშშ-სა და რუსეთს შორის გადატვირთვის პოლიტიკა ჩიხში არ შესულა.
ამის შესახებ ბასმა ჟურნალისტებს ამერიკელი და რუსი პოლიტოლოგების შეფასებებზე კომენტირებისას განუცხადა.
"გადატვირთვის პოლიტიკა მუდამ ეფუძნებოდა ისეთ სფეროებს, სადაც რუსეთსა და ამერიკას საერთო ინტერესები აქვთ. ბოლო ოთი წლის განმავლობაში ამ სფეროებში ორივე ქვეყანას გარკვეული პროგრესი აქვს, თუმცა გადატვირთვა არ ხდება აშშ-ის ინტრესების საზიანოდ. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან, აშშ მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი", - განმარტა ბასმა.