რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება ოფიციალურად შესაძლოა წლის ბოლომდე გაფორმდეს, ამის შესახებ განცხადება ვმო-ს ხელმძღვანელმა პასკალ ლამიმ გააკეთა.
"მჯერა, რომ რუსეთი ვმო-ს უახლოეს პერიოდში შეუერთდება. იმასაც გეტყვით, რომ ეს შესაძლოა წლის ბოლომდეც კი მოხდეს"- აღნიშნავს პასკალი. მისი თქმით, პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს, თუმც ის მალე გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი ვმო-ს გაწევრიანებაზე ვმო-ს წევრ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს უკვე მე-18 წელია აწარმოებს. იმისათვის, რომ რუსეთის ვმო-ს სრულყოფილი წევრი გახდეს, მას დასტური ვმო-ს წევრმა ყველა სახელმწიფომ უნდა მისცეს, თუმც რუსეთს საქართველოს თანხმობა ამ დრომდე არ გააჩნია.