აჭარა რეკორდის დასამყარებლად ემზადება. დღეს, 28 ივლისს ბათუმში გიგანტურ აჭარულ ხაჭაპურს გამოაცხობენ. ამით აჭარა რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება და ზღვისპირა ქალაქში 8-მეტრიანი აჭარული ხაჭაპური გამოცხვება.
როგორც საგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "ხარისხის ნიშანში" განუცხადეს, გიგანტური აჭარული ხაჭაპური საცხობ "ოქროს გასაღებში" გამოცხვება.
მცხობელები გინატური ხაჭაპურისთვის 200 კგ ფქვილს, 30 კგ, ნაღების ქარაქს, 350 ცალ კვერცხსა და 100 კგ. ყველს გამოიყენებენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აჭარაში 6-მეტრიანი აჭარული ხაჭაპური უკვე გამოაცხვეს, რისთვისაც 70 კგ ყველი, 100 კგ ფქვილი, 20 კგ. კარაქი, 150 ცალი კვერცხი დაიხარჯა.